logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, შეუძლებელია, სიმწრით არ გაგვეღიმოს
- +

29 ივნისი. 2016. 18:50


„პატიმართა უმრავლესობას ისეთი საშინელებები გვაქვს გადატანილი, რომ დღეს ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, შეუძლებელია, სიმწრით არ გაგვეღიმოს", - ამის შესახებ სულხან მოლაშვილმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა.

 

კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის თქმით,  ყოველღამე ისმოდა მამაკაცების ტირილი, სასოწარკვეთილი ადამიანების განწირული მოთქმა-გოდება, ნაწამები პატიმრების არაადამიანური ღრიალი, ყოველღამე სისხლში ცურავდნენ პატიმრები.

 

„აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ტოვებდნენ მათ უწამლოდ და სამედიცინო დახმარების გარეშე, როგორ ყრიდნენ შიშვლებს გაყინულ კარცერებში. სიმწრით მეცინება, ვანო მერაბიშვილის მეუღლე რომ პაემანს ითხოვს. ხომ გახსოვთ მთელი წელიწადი და 8 თვე შვილი არ მაჩვენეს. ზუსტად მერაბიშვილის ბრძანებით და ახალაიას ხელშეწყობით ღამის სამ საათზე „რესბალნიცაში" სასამართლო პროცესი რომ ჩამიტარეს, ესეც ხომ გახსოვთ? იმ პროცესს არც მე დავსწრებივარ და არც არავინ შესულა დარბაზში მოსამართლისა და პროკურორის გარდა. მთვრალმა, გალეშილმა მოსამართლემ გამომიტანა განაჩენი. აი, თავად ასეთ საშინელებებს სჩადიოდნენ შუაღამეს ციხეებში. დღესაც ცოცხლები არიან ის ბიჭები, ვისაც პათოლოგიური სიმთვრალით „დაჯილდოებული" ახალაია ტყვიებს ესროდა. რა საბიუჯეტო თანხები უნდა ამ ბიჭების მოძიებას და გამოკითხვას?" - განაცხადა მოლაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner