logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციულ ქმედებებს
- +

23 ოქტომბერი. 2020. 14:52

 

„როგორც ხედავთ, საარჩევნო კამპანია წინაწინასაარჩევნო კამპანიებთან შედარებით ნაკლებად პოლარიზებული და ნაკლებად დაძაბულია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივესალმებით ძალადობის ვერც ერთ ფაქტს, ვერც ოპოზიციის და ვერც მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მაია ცქიტიშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან, ასევე არ აჰყვნენ იმ პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყოს.

 

„ამ მიმართულებით ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან იყო არაერთი მოწოდება მხარდამჭერების მიმართ, რომ მათ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ქმედებებისგან, განსაკუთრებით არ აჰყვნენ იმ პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყოს. მინდა, შევუერთდე მოწოდებას. არჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე მეტი რისკია ამ პოლარიზაციის მომატების და ამ თვალსაზრისით, მოვუწოდებდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან.

 

წინასაარჩევნო კამპანია იქნება დადებითად შეფასებული. როგორც იცით, ოდირ-ის შუალედური დასკვნა უკვე გამოქვეყნებულია, რომლის მიხედვით, ეს კამპანია ნაკლებად აგრესიულია, ნაკლებად პოლარიზებულია. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიები იყოს საარჩევნო პროგრამებსა და პარტიების კონსტრუქციულ ჭიდილზე დაფუძნებული და არა აგრესიულ ჭიდილზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner