„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ონის მერობის კანდიდატთან, დავით ჩიკვაიძესთან ერთად ამჯერად მოსახლეობას რაჭის უძველეს სოფელში - ჭიორაში შეხვდა.
„მიგრაციაა ჩვენი რეგიონის მთავარი გამოწვევა და სოფელი ჭიორაც ამის დადასტურებაა. სწორედ ამიტომ, აუცილებლად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მშენებლობის უწყვეტ პროცესს ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობისა და მიგრირებული მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.