logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: რეალობა არის ოფიციალურ სტატისტიკაში - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა რაოდენობა შემცირებულია
- +

23 ოქტომბერი. 2020. 15:26

 

 

„როდესაც გაუთავებლად ხდება დანაშაულების გაშუქება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ბევრი საინფორმაციო გამოშვების სწორედ ეს არის - სხვადასხვა დანაშაულების გაშუქება, ცხადია ეს იმდაგვარ განცდასაც ქმნის, რომ შესაძლოა დანაშაული იყოს გაზრდილი, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტატისტიკას უნდა ვენდოთ, დანაშაულთა გარკვეულ კატეგორიებზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულობებზე, ეს სტატისტიკა არის შემცირებული“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონკრეტული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული  ინფორმაციას,  თითქოს კრიმინალთან დაკავშირებით არსებული რეალობა არ შეესაბამება სტატისტიკურ ინფორმაციას.

 

„ოფიციალური სტატისტიკა გულისხმობს იმას, რომ მაგალითად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, ისეთი როგორიც არის ყაჩაღობები, 2012 და 2019 წლებში სამჯერ უფრო ნაკლები დანაშაული არის მომხდარი, ვიდრე, ვთქვათ, ეს იყო 2003-2012 წლებში. იგივე სტატისტიკა არის, მაგალითად, მკვლელობებთან, მკვლელობის მცდელობებთან მიმართებაში. დაახლოებით 2,5-ჯერ, 3-ჯერ არის ეს სტატისტიკა შემცირებული. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუჯეროთ ამ სტატისტიკას. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ასეთი შემთხვევები თუ ადრე არ შუქდებოდა, დღეს ამას, განსაკუთრებით ზოგიერთი მედია საშუალება, რომლებისთვისაც, როგორც ჩანს, პირდაპირი ინტერესი არის ასეთი სურათის დახატვა და აპოკალიფსური სურათის შექმნა, როგორც ჩანს ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, სწორედ მეტი დრო ეთმობა ასეთი დანაშაულობების, ქმედებების გაშუქებას, ამიტომ შესაძლოა, ვინმეს ასეთი განცდაც შეექმნას, რომ დანაშაულების სტატისტიკა არის გაზრდილი.

 

თუმცა, რეალობა არის ოფიციალურ სტატისტიკაში და ამ თვალსაზრისით დანაშაულთა რაოდენობა, ვგულისხმობ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, მაგალითად, როგორიც არის ყაჩაღობა, მკვლელობა, მკვლელობის მცდელობები, ეს სტატისტიკა არის შემცირებული.

 

ამასთანავე, არის გარკვეული დანაშაულობები, რომელთა შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიც იყოს სტატისტიკა, მაგალითად, ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით. ადრე შესაძლოა საერთოდ არ კეთდებოდა ასეთი სტატისტიკა ოჯახურ დანაშაულობებთან მიმართებაში, დღეს იცით, რომ ამას სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ამ თვალსაზრისით, აქ შესაძლოა გაზრდილიც იყოს სტატისტიკა, თუმცა, რაც შეეხება ისეთ მძიმე დანაშაულებს, რომლებზეც მე უკვე ვისაუბრე, ამ ნაწილში შემცირებულია სტატისტიკა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner