logo_geo
eng_logo
ახალციხეში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართება
- +

29 ივნისი. 2016. 18:54


საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 30 ივნისს, 20:00 საათზე, ახალციხელობის დღესასწაულზე, რაბათის ციხის ტერიტორიაზე  გაიმართება ანსამბლ „შვიდკაცას", სოფო და ბორის ბედიების, თემურ ყვითელაშვილისა და ანსამბლ „სუხიშვილების" კონცერტი.



აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.



პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.



პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner