ავჭალაში დღეს მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე რამდენიმე გახმაურებული საქმის ფიგურანტი იყო.
როგორც ცნობილი გახდა, ის ფიგურირებდა 2004 წელს დეპუტატ კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვის საქმეში, რაზეც 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წელს კი, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
დეპუტატ კახა გიუაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულებმა, დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ნაწილში, საქართველოს სტრასბურგში საქმე 2017 წელს მოუგეს და სახელმწიფოს მათთვის 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა.
ვალერიან ნემსიწვერიძე, ასევე ფიგურირებდა 2006 წლის ციხის ბუნტში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ტარიელ ფოცხვერიასთან ერთად.
შეგახსენებთ, დღეს ავჭალაში ვალერიან ნემსიწვერაძე გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.