logo_geo
eng_logo
უკრაინამ „წითელი“ და „მწვანე“ ზონების ქვეყნების სია განაახლა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 18:07

 

 

უკრაინამ „წითელი“ და „მწვანე“ ზონების ქვეყნების სია განაახლა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, „წითელი ზონის“ ქვეყნებს შორის მოხვდნენ საქართველო, პოლონეთი და ხორვატია.

 

„წითელი ზონის“ ქვეყნებიდან დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე ვალდებულია, თვითიზოლაცია გაიაროს.

 

უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში შესვლისას ყველა უცხოელს უნდა ჰქონდეს დაზღვევის პოლისი, რომელიც კოორნავირუსის მკურნალობას ფარავს.

ამასთან,  კარანტინს არ ექვემდებარებიან „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასული პირები იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner