logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: „ნაციონალების“ შს მინისტრი ორ გვამს ითხოვდა, ჩვენმა მინისტრმა ყველაფერი გააკეთა 43 ადამიანის უვნებლად გამოსაყვანად
- +

23 ოქტომბერი. 2020. 19:01

 

„ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, თავდამსხმელი იქნება დაკავებული და შემდეგ ჩახედონ ჩვენმა ოპონენტებმა თავიანთ წარსულს და მინისტრ გომელაურს თვალებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.  

 

მისი თქმით, შს მინისტრმა ყველაფერი გააკეთა, რათა ბანკზე თავდასხმისას მძევლები უვნებლად გამოსულიყვნენ.

 

„როდესაც შედარებას ვაკეთებთ - „ნაციონალების“ მმართველობის დროს გვყავდა მინისტრი, რომელიც ღიად, დაუფარავად ორ გვამს ითხოვდა, ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ 43 ადამიანი ძალიან რთული ვითარებიდან გამოსულიყო უვნებლად იმიტომ, რომ თავდამსხმელი იყო ძალიან კარგად მომზადებული, შეიარაღებული, ხელყუმბარა ჰქონდა გახსნილი. ვახო გომელაური არის ერთ-ერთი პროფესიონალი და გამორჩეული მინისტრი. ვერც ერთი ჩვენი ოპონენტის პოლიტიკური კაპრიზის და ინტერესების გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. მეტიც, მან ძალიან ვაჟკაცური გადაწყეტილება მიიღო, როდესაც სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩაანაცვლა მძევლებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო. თუ ვინმე ამბობს, რომ ვახომ არასწორად იმოქმედა, მაშინ პასუხისმგებლობა აეღო იმაზე, რომ სპეცოპერაციისას ვინმე დაიღუპებოდა. ამას ვერ ხვდებიან.

 

უტიფრობაა, როდესაც ადამიანი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს და ამას მარტივ გზას უწოდებ. ამ ოპერაციას, რასაც მძევლების გათავისუფლება ერქვა, ამას სჭირდება პირველი - პოლიტიკური ნება, მეორე- პროფესიონალური მიდგომა, მესამე არის ის, რომ სპეცოპერაცია არ დასრულებულა. ეს ოპერაცია გრძელდება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner