logo_geo
eng_logo
კინოფირების საცავების შესწავლა-შეფასება იწყება
- +

29 ივნისი. 2016. 18:58


კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს თბილისში არსებული კინოფირების საცავებ მონახულებას და მათი მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას.

 

30 ივნისს, 14:00 საათიდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ურა მაღალაშვილი და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი დოკუმენტური ფილმების კინოსტუდია „მემატიანეს",  კინოსტუდია „ქართული ფილმის" და „საზოგადოებრივი მაუწყებლის" საცავებს ესტუმრებიან.



პირველ ეტაპზე, ქართული კინოკლასიკის გადასარჩენად, იგეგმება ამ ფირების გაწმენდა-დახარისხება, ახალ ყუთებში გადატანა და რესტავრირება, ასევე, რუსეთის სახელმწიფო არქივში დაცული ქართული ფილმების დაბრუნება, ეტაპობრივად მათი ციფრულ ფორმატში გადატანა და თანამედროვე სტანდარტების საცავში განთავსება.

 

 

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით, შარშან თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი, რომელმაც მოინახულა და აღწერა ქართული კინომემკვიდრეობა. ბეატრის დე პასტრმა ამ თემაზე ქართული მხარისთვის ანგარიშიც დაწერა, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით  მომავალში ქართული კინოფირების აღდგენა-შენახვასთან დაკავშირებული სამუშაოები წარიმართება.  


საქართველოში დაცული სხვადასხვა ტიპის ფირის სრული რაოდენობა დაახლოებით 120 000-მდე კოლოფია. უნიკალური კინოფირების დიდი რაოდენობა დღემდე რამდენიმე ენთუზიასტი პროფესიონალის წყალობით შენარჩუნდა. ბევრი მათგანი  კინოსტუდია „ქართულ ფილმში" მომხდარი ხანძრის დროს განადგურდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner