ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეალური მაჩვენებელი სამ მილიონს აღწევს. ოფიციალური მონაცემებით ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ ერთ მილიონს სცდება.
პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ესპანეთს წინ მძიმე თვეები ელის, რადგან ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მეორე ტალღა გრძელდება.
„გარდიანი“ წერს, რომ სხვადასხვა რეგიონების გუბერნატორების თხოვნის მიუხედავად, სანჩესი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კარანტინის რეჟიმის გამოცხადებას არ გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ და სოციალიზაციის მაქსიმალურად შემცირებისკენ მოუწოდა.