პორტუგალიაში ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ღია სივრცეებში, პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულო იქნება.
„გარდიანი“ წერს, რომ რეგულაცია ძალაში სულ მცირე, 70 დღის განმავლობაში დარჩება და მისი დაცვა ათ წელს გადაცილებული ყველა პირისთვის სავალდებულო იქნება.
გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე მიიღო. ახალი რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს 100-დან 500 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
გასულ დღეს პორტუგალიაში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პორტუგალიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
პორტუგალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის 109 541 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 3 270 პაციენტი გარდაიცვალა.