უკვე დამუშავებულია საკონკურსო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალება.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტები შედგება სამი ძირითადი დოკუმენტისგან:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა - აღნიშნული დოკუმენტი ბათუმს არ გააჩნდა, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა მუნიციპალიტეტისთვის. დოკუმენტი არის პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის განვითრების შეჯერებული ხედვის სტრატეგიისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.
ქ. ბათუმის გენერალური გეგმა - ქალაქის ტერიტორიების გამოყენების დოკუმენტი, რომელიც ფუნქციური ზონირების მეშვეობით ადგენს ქალაქის ტერიტორიების ათვისების წესს, პრიორიტეტებსა და რიგითობას.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის დაგეგმვის საინფორმაციო სისტემა - ციფრულ მონაცემთა ბაზა, კვლევების შედეგად მიღებული არსებულ მონაცემთა ერთობლიობა და დაგეგმილი ღონისძიებები.
საპროექტო მომსახურების პროცესში წარმოდგენილი უნდა იქნას შუალედური დოკუმენტები:
გეგმარებითი ერთეულების კვლევის შედეგები;
ტერიტორიების განვითარების დროებითი შეზღუდვების რუკა;
ბათუმის ფუნქციის დივერსიფიკაციის კვლევა.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტაცია იქნება მრავალდარგობრივი განვითრებისა და ინტეგრირებული ხასიათის, რომლებიც საბოლოო პასუხს გასცემს კითხვებს, თუ როგორ ბათუმს ვხედავთ მომავალში და როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგებს, როგორც ქვეყნის, ასევე რიგითი ბათუმელის კონტექსტში.