logo_geo
eng_logo
თბილისში, სარდაფში შეჭრილი მძარცველები მეპატრონემ გარედან ჩაკეტა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 19:42

 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში გასაქურდად ორი პირი შეიჭრა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სარდაფში გასაქურდად ჩასული ორი მძარცველი მეპატრონემ გარედან ჩაკეტა.

 

მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა და ჩაკეტილი მძარცველები სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, სარდაფში საკვებ პროდუქტებსა და ღვინოს ინახავდნენ. მძარცველებს, სავარაუდოდ, ღვინის მოპარვა სურდათ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner