„საქართველო ნატოს წევრი ახლავე უნდა გახდეს“, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა კიევში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
„მჯერა, რომ საქართველო ახლავე უნდა გახდეს ალიანსის წევრი, უკრაინას კი ამისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდება, თუმცა საბოლოოდ ალიანსს უკრაინაც შეუერთდება,“- აღნიშნა ჰოჯესმა.
ცნობისათვის, უკრაინაში უსაფრთხოების ფორუმი გაიმართა.