-
+
23 ოქტომბერი. 2020. 20:04
იტალიაში „კოვიდ-19“-ის 19 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 91 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ბოლო 12 დღის განმავლობაში იტალიაში ინტენსიური თერაპიის პალატებში მყოფი კოვიდპაციენტების რაოდენობა გაორმაგდა და 1 049-ს აღწევს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 465 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 37 000-ზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.
წყარო :