ავტორი ალა გრიგალაშვილი
რომელ პოლიტიკურ პარტიას ენდობით ყველაზე მეტად? - „რეპორტიორმა" ვებ-გვერდის საშუალებით საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა საიტზე 15 ივნისს განთავსდა. გამოკითხვაში ამ დროისთვის მონაწილეობა 4199 ადამიანს აქვს მიღებული.
გამოკითხვის შედეგები კი ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 38%;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი- გაერთიანებული ოპოზიცია" -24%;
„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" - 21%;
არცერთი -10%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 7%.