გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც კონტროლის პალატის ყოფილმა უფროსმა სულხამ მოლაშვილმა „ასავალ-დასავალს" მისცა:
„მშვენივრად გრძნობენ თავს ის ადამიანებიც, ვინც ჩემს წამებაში მიიღო მონაწილეობა. ერთხელ გითხარით და ვადასტურებ, ჩემს წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და ვალერი გრიგალაშვილი! მე ამ დროს თვალებზე აფარებული მქონდა, თუმცა, ხმებით შესანიშნავად ვიცანი ისინი. ჩემი წამება მიმდინარეობდა ელექტროშოკებით, იყო ფურთხება, ცემა, გინება, შეურაცხყოფა. როდესაც დღეს ბოკერია და გრიგალაშვილი ასეთი გულუბრყვილო სახით უარყოფენ ყველაფერს, მიპასუხონ, ჩემი წამების საქმე 2004 წლიდან რატომ აქვთ თაროზე შემოდებული?" - განაცხადა მოლაშვილმა.