ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენი თვე ძალიან რთული იქნება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
გებრეიესუსის თქმით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რამდენიმე ქვეყანა ახლა სახიფათო გზას ადგას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო ახლა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავების კრიტიკულ ეტაპზეა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან ავიცილოთ სიკვდილიანობა, ჯანდაცვის აუცილებელი სამსახურების ჩამოშლა და სკოლების ხელახლა დაკეტვა. ვიმეორებ იმას რაც თებერვალში ვთქვი, ეს არ არის ცრუ განგაში“, – განაცხადა გებრეისეუსმა.