logo_geo
eng_logo
ტედროს გებრეიესუსი: მომდევნო რამდენი თვე ძალიან რთული იქნება, ეს არ არის ცრუ განგაში
- +

23 ოქტომბერი. 2020. 20:41

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენი თვე ძალიან რთული იქნება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

გებრეიესუსის თქმით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რამდენიმე ქვეყანა ახლა სახიფათო გზას ადგას.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო ახლა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავების კრიტიკულ ეტაპზეა.

 

„ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან ავიცილოთ სიკვდილიანობა, ჯანდაცვის აუცილებელი სამსახურების ჩამოშლა და სკოლების ხელახლა დაკეტვა. ვიმეორებ იმას რაც თებერვალში ვთქვი, ეს არ არის ცრუ განგაში“, – განაცხადა გებრეისეუსმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner