საბედნიეროდ, არასრულწლოვნებმა რაიმეს წაღება ვერ მოასწრეს, რადგანაც მაღაზიაში განგაშის სიგნალი ჩაირთო.
ორი არასრულწლოვანი ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას საიუველირო მაღაზიის გაქურდვას შეეცადა, ინციდენტის შესახებ ციკოლიამ საკუთარ Facebook–გვერდზე დაწერა.
მაღაზიის მეპატრონემ ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შევარდა ორი ახალგაზრდა მაღაზიაში. ინციდენტი თბილისის ცენტრში, ბამბის რიგში მოხდა.
„არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს? ეს ჩვენი ბუტიკია დღეს დილით", - წერს ზვიად ციკოლია.
კადრებში ჩანს, ერთ–ერთი მათგანი როგორ უახლოვდება სალაროს, მეორე კი ვიტრინის შუშის ჩამსხვრევას ცდილობს. თუმცა, მათ რაიმეს წაღება ვერ მოასწრეს, რადგანაც მაღაზიაში განგაშის სიგნალი ჩაირთო.