logo_geo
eng_logo
ისრაელში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის შეიარაღების სისტემების მიყიდვას არ შეეწინააღმდეგებიან
- +

23 ოქტომბერი. 2020. 21:42

 

 

 

ისრაელი აშშ-ის მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის შეიარაღების სისტემების მიყიდვას არ შეეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადეს.

 

„როიტერი“ წერს, რომ ეს განცხადება აბუ დაბის მიერ აშშ-ისგან F-35 საომარი თვითმფრინავების შეძენის სურვილს უკავშირდება. ისრაელის სამხედრო უპირატესობის შენარჩუნების მიზნით, რეგიონში სამხედრო შეიარაღების სხვა ქვეყნებზე გაყიდვისას აშშ ისრაელთან კონსულტაციებს გადის.

 

„რადგან აშშ თანახმაა, გაზარდოს ისრაელის სამხედრო შესაძლებლობები და ინარჩუნებს მის რაოდენობრივ სამხედრო უპირატესობას, ისრაელი არ შეეწინააღმდეგება ამ სისტემების არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მიყიდვას“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის საერთო განცხადებაში.

 

გასულ კვირაში ბენი განცსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, მარკ ესპერს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც აშშ-ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას დათანხმდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner