logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანული მხარე: ჩვენი ჯარები ვითარებას სრულად აკონტროლებენ
- +

23 ოქტომბერი. 2020. 22:05

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ანარ აივაზოვის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე ვითარებას სრულად აკონტროლებს. ინფორმაციას გამოცემა report.az ავრცელებს.

 

„ამჟამად ბრძოლა გრძელდება ფრონტის ყველა მიმართულებით და ჩვენი ჯარები სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას. აზერბაიჯანის არმიის გამარჯვება გრძელდება. გამარჯვება ჩვენთანაა“, - აცხადებს აივაზოვი.

 

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

 

ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა. ჯერჯერობით ყველა სამშვიდობო მოლაპარაკება უშედეგოდ სრულდებოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner