logo_geo
eng_logo
კულტურის პოპულარიზაცია: განათლების სამინისტრო და ფონდი „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებენ
- +

23 ოქტომბერი. 2020. 22:11

 

 

 

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით,  საქველმოქმედო ფონდი სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს

 

 

საქართველოს განათლების სამინისტრო ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით, საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობას იწყებს, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უწყების ინფორმაციით, ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება საერთაშორისო ასპარეზზე  ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობადობის გაზრდისა და სხვადასხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

 

ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით, ფონდი მოამზადებს სხვადასხვა შემეცნებით ვიდეო-რგოლს და სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას „ათინათის“ მედიაპლატფორმაზე და  სოციალურ ქსელში განათავსებს.

 

განათლების სამინისტრო ფონდ „ათინათთან“ განათლების სფეროშიც ითანამშრომლებს.  მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები უკვე განიხილეს.

 

შესაბამის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვლმა და ფონდის დირექტორმა ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს.

 

ფონდი „ათინათი“  არაერთ კულტურულ და  საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საგანმანათლებლო პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ქართველი ბავშვებისთვის, რომელიც  ქართული ენის შესწავლის მიზნით, ანიმაციური კურსის შექმნას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner