logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, ისრაელმა და სუდანმა ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას მიაღწიეს
- +

23 ოქტომბერი. 2020. 22:35

 

 

 

ისრაელმა და სუდანმა ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორი ქვეყნის ლიდერებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი სუდანის ტერორიზმის სპონსორი სახელწმიფოების სიიდან ამოღებას გეგმავს.

 

სუდანი არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის შემდეგ, ბლო კვირების განმავლობაში მორიგი არაბული ქვეყანა გახდება, რომელიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას გააფორმებს.

 

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, თეთრ სახლში სუდანის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სუდანმა ტერორიზმის მსხვერპლთა და მათი ოჯახების დახმარების ფონდისთვის 335 მილიონი დოლარი გამოყო. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი გადაწვეტილების შესახებ კონგრესს უკვე აცნობა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner