logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანი სომხეთს: ჩვენს არსენალში საკმარისი ჯავშანტექნიკაა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 23:26

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ჯავშანტექნიკასთან დაკავშირებით სომხეთის თავდაცვის უწყებაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ მათი სამხედრო აღჭურვილობის შესახებ.

 

„ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. დეზინფორმაციაა, რომელიც გავრცელებულია შეშინებული სომეხი საზოგადოებისთვის.

 

ჩვენს არმიას აქვს საკმარისი ჯავშანმანქანა მტრის დარტყმისთვის და ისინი გამოიყენება სარდლობის გადაწყვეტილების შესაბამისად“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

 

ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა. ჯერჯერობით ყველა სამშვიდობო მოლაპარაკება უშედეგოდ სრულდებოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner