მესამე დღეა, თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 2 165 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 74 პაციენტი გარდაიცვალა, 1 493 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 357 693 შემთხვევა, გარდაიცვალა 9 658 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 311 520 პაციენტი.
ქვეყანაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 1 648 ინფ