logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე: „ნაცების კლასტერი გაწბილებული დარჩა, რადგან უსისხლოდ და უმსხვერპლოდ დასრულდა ოპერაცია"
- +

23 ოქტომბერი. 2020. 23:42

 

 

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ განხორციელებულ სპეცოპერაციაზე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, Postv-ის“ გადაცემაში „კვირის პოსტი“ ისაუბრა.

 

კობახიძემ  „ნაციონალების“ პოლიტიკური „მორალი“ შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიციურმა ძალამ „პოტენციურ სისხლში  საკუთარი შანსი დაინახა“.

 

„რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ნაციონალების“ კლასტერს, ანუ რიგითი აქტივისტებით დაწყებული, ლიდერებით დამთავრდებული, ყველა იყო გაცრუებული იმით, რომ უსისხლოდ და უმსხვერპლოდ დასრულდა ეს ოპერაცია.

 

ბოლო დღეების განმავლობაში ერთადერთ საკითხზე გვქონდა ჩვენ მსჯელობა, რაღაც უბედურება არ გააკეთონ, რითაც შეიძლება მიაყენონ ჩრდილი ამ არჩევნებს. ფაქტია, აქ დაინახეს საკუთარი შანსი. ეს არ ვიცი რა მორალში და რა საღ აზრში ჯდება“,- აღნიშნა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner