logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი იცოდა შიგნით დამნაშავემ და მზვერავი ჰყავდა რეალურად, „მთავარი არხის“ სახით
- +

23 ოქტომბერი. 2020. 23:43

 

 

პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, Postv-ის“ გადაცემაში „კვირის პოსტი“  ზუგდიდის სპეცოპერაციის დროს მედიის როლზე ისაუბრა. მან  კონკრეტულად „მთავარი არხის“ მოქმედება გააკრიტიკა. მისი თქმით მედიასაშუალებამ ჟურნალისტურ ეთიკას, კეთილსინდისიერებას და ჟურნალისტურ სტანდარტებს გადააბიჯა და თავს უფლება მისცა, სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაში შეჭრილიყო.

 

„ყველაფერი იცოდა შიგნით დამნაშავემ და მზვერავი ჰყავდა რეალურად „მთავარი არხის“ სახით. მათგან იღებდა ყველანაირ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა გარშემო, რაც ამარტივებდა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანას. პირდაპირ შეუწყვეს ხელი დანაშაულის განზრახვის აღსრულებას. ეს არის ერთი მხარე დისლოკაციების ადგილის გადაცემა და ა.შ. მეორე მხარე ეს არის მოლაპარაკებების წარმოება. ვინ მოგცა შენ უფლება, ჩაენცვლო, ექსკლუზიურ უფლებაში, სამართალდამცავ ორგანოს, ხომ? სამართალდამცავ ორგანოს ხელისუფლების ორგანოც კი ვერ ჩაენაცვლება",- განაცხადა კობახიძემ.

 

მისი თქმით,  კიდევ ერთი დანაშაული, რაც „მთავარმა არხმა“ სპეცოპერაციისას ჩაიდინა, ეს დამნაშავისთვის მძევლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვებია. 

 

„არავის არ აქვს უფლება, დამნაშავეს გაუმარტივოს დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, რასაც აკეთებდნენ იმ დღეს კონკრეტული ტელევიზიების წარმომადგენლები. თავდამსხმელი პირდაპირ ეთერში არ ამბობდა ვადას და პირდაპირ ათქმევინეს ძალით ის, თუ რა ვადაში დაიწყებდა მძევლების ლიკვიდაციას. ამას არც ეთიკის კოდექსი უნდა. სისხლის სამართალის კოდექსი არსებობს, რომელსაც უნდა ჩახედო და გაიაზრო,“- აღნიშნა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner