24 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ქუთაისში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გამართავს.
რიგით მესამე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამული მიმართულებები.
„ქართულმა ოცნებამ“ 20 ოქტომბრიდან საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციებს მართავს. პირველი - მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია, რუსთავში შედგა.