logo_geo
eng_logo
NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო მეთაურებს ერაყში საწვრთნელი მისიის გაფართოება დაავალეს
- +

24 ოქტომბერი. 2020. 01:46

 

 

NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო მეთაურებს ერაყში საწვრთნელი მისიის გაფართოება დაავალეს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენებრგმა თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის მიზანია, დაეხმაროს ერაყის ხელისუფლებას თვითმყოფადი ძალების ჩამოყალიბებაში, რომლებიც შეძლებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნების თავიდან აცილებასა და ქვეყნის დასტაბილურებას.

 

„ასევე, განვიხილეთ ერაყში NATO-ს საწვრთნელი მისია. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება კვლავ გამოწვევებით არის სავსე, NATO კვლავ უჭერს მხარს მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ერაყს თვითმყოფადი ძალების შექმნაში, რომლებსაც შესწევთ უნარი, ებრძოლონ ტერორიზმს, თავიდან აიცილონ „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნება და დაასტაბილურონ ქვეყანა.

 

დღეს მინისტრებმა დაავალეს ჩვენს სამხედრო მეთაურებს, გააფართოვონ ჩვენი მისია ერაყში. ჩვენ გავაგრძელებთ გლობალურ კოალიციასთან და ერაყის ხელისუფლებასთან კონსულტაციებს მომდევნო ქმედებებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ერაყში საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ თავდასხმების რაოდენობის ზრდა, რაც შემაშფოთებელია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner