logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე: მინდა, ყველას გთხოვოთ...
- +

24 ოქტომბერი. 2020. 02:56

 

მომღერალი ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალქეებს მოუწოდებს, ხვალიდან პირბადე არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ქუჩაშიც გამოიყენონ.

 

„მეგობრებო, მინდა ყველას გთხოვოთ, ხვალიდან პირბადის გარეშე ქუჩაში ნუ გავალთ. ეს არც ისე რთულია. და თუკი ამაზეა დამოკიდებული პანდემიასთან გამკლავება, მართლა სისულელეა, არ ვცადოთ მაინც! უმორჩილესად გთხოვთ, ყველგან გვეკეთოს პირბადე. მე გადავწყვიტე, პირბადეებში სილამაზე და მრავალფეროვნება შევიტანო. თქვენც გირჩევთ (ამ შემთხვევაში, ქალბატონებს ვგულისხმობ). თუ არა და, სამედიცინო პირბადეები ამჟამად ყველგან იშოვება! ვცადოთ და დავაკვირდეთ, იქნებ ნოემბრის პიკის ჩაგდებაც მოვახერხოთ!!! გმადლობთ“ - წერს მოღერალი.

 

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც აუცილებელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner