დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე მოქალაქეებმა შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.