logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: რატომ არ დაიწყეს გია ბარამიძის წინააღმდეგ გამოძიება?!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

11 მარტი. 2016. 11:54


„ნაციონალურმა მოძრაობამ"  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს  სია გაუგზავნა, სადაც ჩამოთვლილია 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეები. ოპოზიციური პარტიის ამ გადაწყვეტილებას "ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოსთვის" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა აფასებს და ამბობს, რომ ჯერ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციხეებში მომხდარი უამრავი სასტიკი და ღირსებაშემლახავი დანაშაულების გამოძიება.


„გამოუძიებულია მრავალი გახმაურებული საქმე! ციხეში აფრასიძეების მკვლელობის მცდელობა იყო და მე პირადად ვიყავი უშუალო კონტაქტში ძმებთან. მაინტერესებს, რატომ არ დაიწყეს გია ბარამიძის წინააღმდეგ გამოძიება? - რომელიც ძმები აფრასიძეების საქმეში პირდაპირ დომინირებს, როგორც ერთ-ერთი შემსრულებელი. დოკუმენტების ნაწილი სახლში მაქვს წამოღებული, რადგან ჟურნალისტიც ვარ და ჟურნალისტური ალღო მაქვს. მაგალითად, ციხის საკნის კადრები რომ არ გადამეღო, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" ვერ დავუმტკიცებდით, რომ დილეგში ჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც პატივსა და ღირსებას ულახავდენენ. ეს 1000-ზე მეტი დოკუმენტი, ნაწილი სახლში შევინახე, გადაგზავნილი მაქვს ასლები, სადაც საშინელ და სასტიკ დანაშაულებზეა საუბარი.

 

აუცილებლად გამოსაძიებელია, რა ხდებოდა ქალთა ციხეში? - თქვენ იცით, რომ პრაქტიკულად ყველა ქალი საშვილოსნოს გარეშე დარჩა. ვინ აგებს პასუხს ამ გენოციდზე, რომელიც ქართველ ქალებსა და მამაკაცებს მოუწყვეს? აღარ ვლაპარაკობ, რა მოხდა ქვეყნის მასშტაბით... პირადად მე ნებისმიერ ადამიანს  დოკუმენტურად დავუმტკიცებ, რა მოხდა...

 

არ ვამბობ, რომ თუ სადმე გადაცდომაა, დარღევევა, თვალი უნდა დავხუჭოთ, არა - მე მათსავით ტენდენციური არ ვიქნები. რაზეც „ნაციონალები" ამბობენ, რომ დარღვევაა, სასამართლოში გაირკვევა. მაგრამ აი, უკვე სამი წელია, ეს საქმეები  გადაგზავნილი მაქვს და პასუხს ველი!" - აცხადებს მოროშკინა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner