ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდასხმისას მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. იკითხებიან ბანკის თანამშრომლები, რომლებიც 21 ოქტომბერს ბანკზე მომხდარი თავდასხმისას მძევლად აიყვანეს. მოწმეებს მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა რამდენიმე მოწმემ. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც მომხმარებლები იყვნენ და თავდასხმისას მძევლად აიყვანეს. როგორც მათ განაცხადეს, საგამოძიებო უწყებაში დღეს განმეორებით არ დაკითხულან და მათ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. მათ შორის არის ლაშა შენგელია, რომელიც იმ ოთხ მძევალს შორის, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა.