დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 18:47 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი დმანისის აღმოსავლეთიდან ოთხ კილომეტრში, სოფელ მამიშლოში დაფიქსირდა.