logo_geo
eng_logo
მთიან ყარაბაღში სამხედრო ობიექტების განადგურების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 19:56

 

 

სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელიც საჰაერო თავდასხმას ასახავს. კადრებში სომხეთის სამხედრო ობიექტების განადგურება ჩანს.

 

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

მხარეებს შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner