logo_geo
eng_logo
საქართველოში კიდევ რამდენიმე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:12

 

 

ეპიდემიოლოგების მიერ საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევა. დაგეგმილია საჯარო სკოლის შენობების სრული დეზინფექცია.

 

კახეთში კიდევ ორი პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

 

არსებული ინფორმაციით, წნორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ვირუსი ლაბორატორიულად დღეს დაუდასტურდათ.

 

ასევე, კორონავირუსის დადასტურების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ხაშურის ორი სკოლა.

 

COVID-19 ქალაქის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა. ასევე, ინფიცირებულია ხაშურის მერვე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის ორი მოსწავლე.

 

სააღმზრდელო პროცესი შეწყდა ხაშურის მეხუთე საბავშვო ბაღშიც, სადაც კორონავირუსი ბაგა-ბაღის თანამშრომელს დაუდგინდა.

 

საქართველოს მასშტაბით, ეპიდემიოლოგების მიერ საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევა. დაგეგმილია საჯარო სკოლის შენობების სრული დეზინფექცია.

 

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები კი დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია.

 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

 

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner