logo_geo
eng_logo
კადრები არქივიდან - გიორგი ბარამიძის მინისტრობისას ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:32

 

 

გიორგი ბარამიძე, რომელიც ბოლო დღეებში ზუგდიდის მოვლენების შემფასებლად იქცა, 2004 წლის სპეცოპერაციისას, შს მინისტრი იყო.

 

სპეცოპერაციას, რომლის მიზანიც დამნაშავეების დაკავება უნდა ყოფილიყო, საბოლოო ჯამში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. სამი პოლიციელი, ორი სამოქალაქო პირი და ორი - გატაცებაში ეჭვმიტანილი. გარდაცვლილთაგან ერთ -ერთი ახალგაზრდა ორსული ქალი ლუიზა მაკარიძე იყო, რომლის საცხოვრებელშიც სპეცრაზმი შეცდომით შევიდა. ასევე ბარამიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა იმავე ქუჩაზე მცხოვრები თამაზ შალიკიანი, რომელიც სახლიდან გარეთ ხმაურის შემდეგ, უბრალოდ, ამბის გასაგებად გავიდა.

 

ის, რაც კარგად ახსოვთ ჭახათის უბნის მცხოვრებლებს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ძნელი გასახსენებელი აღმოჩნდა. მეტიც, ბარამიძემ ახლაც, ფაქტობრივად, გაიმეორა ის, რაც 2004 წელს თქვა. მაშინ არასწორად დაგეგმილ სპეცოპერაციას შეწირულ მშვიდობიან მოქალაქეებზე თქვა, რომ ადამიანები სტიქიური უბედურებების შედეგადაც იღუპებიან. დღეს ამბობს, რომ ადამიანების გარდაცვალება ბუნებრივი მოვლენაა და რომ სახელი ლუიზა მაკარიძე მას არაფერს ეუბნება.

 

ჭახათას უბნის სპეცოპერაცია ერთადერთი არ იყო წინა ხელისუფლების დროს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს ასევე ბარამიძის შს მინისტრობისას 2004 წლის 24 მარტს ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია ეცერში. სისხლითა და მსხვერპლით დასრულდა ნაციონალური ხელისუფლების მიერ 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციაც. 7 პატიმარი ემსხვერპლა 2006 წლის 27 მარტს ორთაჭალის ციხეში ამბოხის პროვოცირებას და მის ჩასახშობად ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას. სტრასბურგის სასამართლომ 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაში დაადგინა სიცოცხლის უფლების მატერიალური ნაწილის დარღვევა და განმარტა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელთა მხრიდან გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner