logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პოლიციელთა პროფესიონალიზმმა და გმირობამ 43 მძევალი იხსნა და უვნებელი გამოიყვანა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:35

 

 

„პოლიციელთა პროფესიონალიზმმა და გმირობამ 43 მძევალი იხსნა და უვნებელი გამოიყვანა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებებს უნდა ველოდოთ. მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ აქაც ხელშესახები შედეგი იქნება.

 

კითხვაზე, ხომ არ იჩქარა მმართველმა გუნდმა, როდესაც ოპერაციას წარმატებული უწოდა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ პრიოროტეტული ნაწილია, რამდენად პოზიტიურად დასრულდება მძევლების დახსნა, მეორე ნაწილი კი წინ არის და ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება.

 

მამუკა მდინარაძემ ოპონენტების მხრიდან თემის გამოყენების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მან კრიმინოგენურ ვითარებაზე ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მაგალითად, 6080 ყაჩაღობა იყო 6 წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ პერიოდში, ბოლო 7 წლის განმავლობაში კი 1995 ყაჩაღობა გვაქვს სულ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner