logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:50

 

 

„თვითკმაყოფილებას არ ვართ მიცემულები და კარგად ვხედავთ გამოწვევებს, ხალხის გაჭირვებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას ნეგატიური ამბები, (საუბარი იყო კრიმინოგენურ ვითარებაზე) „ქართული ოცნების“ რეიტინგზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა.

 

მისივე თქმით, გამარჯვებას და წინსვლას აუცილებლად სჭირდება არჩევნებზე მისვლა.

 

„ამან არ შეიძლება გავლენა იქონიოს რეიტინგზე იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს და ეს არის მცდელობა, ხალხს დააჯერონ, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. რეალური ცხოვრება რა თქმა უნდა, არ არის იდეალური. თვითკმაყოფილებას არ ვართ მიცემულები და კარგად ვხედავთ გამოწვევებს, ხალხის გაჭირვებას, რომელიც (2012 წლიდან) 30%-დან შემცირდა 19-ნახევარ პროცენტამდე, თუმცა ესეც ძალიან ბევრია და უამრავი მსგავსი საკითხია, სადაც ხელშესახები პროგრესი, შედეგი და გეგმა გვაქვს, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირის წევრობამდე, რომლის განაცხადსაც აუცილებლად შევიტანთ 2024 წელს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner