logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მინისტრი და იმერეთის გუბერნატორი, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

24 ოქტომბერი. 2020. 21:01

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

მინისტრმა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების დაცვასა და ინფიცირებულების სწორად მართვის პროცესზე იმსჯელა. ასევე, ყურადღება გაამახვილა არსებულ ხარვეზებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის თითოეულ საკითხის გადაჭრაში მყისიერად ჩაერთოს.

 

მინისტრის განცხადებით რეგიონულ ჭრილში კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა და უწყვეტი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან სამინისტროს გააჩნია კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული რეგიონის გაძლიერება იმ საჭიროებების მიხედვით რაც შეხვედრებზე იკვეთება.

 

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით იმერეთის რეგიონში კოვიდინფიცირებულების მართვაში ამ ეტაპზე 12 კლინიკაა ჩართული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner