logo_geo
eng_logo
„ეს იყო საშინელება!“- რას იხსენებს სულხან მოლაშვილი...
- +

29 ივნისი. 2016. 21:57


ერთი წინადადებით - ეს იყო საშინელება!"- ასე იხსენებს  კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში - „რეპორტიორის თვალით..."  სასჯელაღსრულების დაწესებულებას.



მე იქაურ სიტუაციას არ ვაკვირდებოდი, როგორც მარტო პატიმარი, სამართლებრივ შეფასებასაც ვუკეთებდი იმ ყველაფერს. სისტემა მონურ მორჩილებაზე იყო დაფუძნებული, რომელიც მიმართული იყო ადამიანის განადგურებაზე, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზე, სიკვდილამდე ცემაზე და თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, იმ გარდაცვლილის ორგანოებს ამოიღებდნენ და ფილტვის, გულის, ტვინის და .. სანაცვლოდ ჩაალაგებდნენ აგურებს, ხის ყუთის ნატეხებს, იატაკის ტილოს, ძველ ჭუჭყიან ნაჭრებს... უხეშად გაკერავდნენ, გადააფარებდნენ სუდარას და მიუგდებდნენ ჭირისუფალს. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ექსპერტიზა რომ ჩაეტარებინა ვინმეს, სიკვდილის მიზეზს დაადგენდნენ და გახმაურდებოდა ესა თუ ის საკითხი, ან გახმაურდებოდა, რომ ხდებოდა გადარჩენილი ორგანოებით ვაჭრობა.

 

 

ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. ერთხელ, როცა ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს ვგულშემატკივრობდით, ვთხოვეთ პატიმარს, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებდა, რამდენიმე კოლოფი სიგარეტის სანაცვლოდ ეს არ ჩაედინა და ჩვენმა თხოვნამ, ჩვენმა ქრთამმაც გაჭრა და გვამი უვნებლად გავიდა გარეთ.

 

 

მარტო ციხეში არსებული სიტუაციის გამო უნდა შედგეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც თავიდან ბოლომდე უნდა გამოიძიოს ეს საქმეები. სისტემაში გაცილებით დიდი საშინელებები ხდებოდა, ვიდრე შესაძლოა კაცმა გუანტანამოს ციხეში წარმოიდგინოს",- იხსენებს მოლაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner