რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ხუთმა პაციენტმა დატოვა.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 129 პაციენტი რჩება. მათგან კოვიდინფიცირებულია 120 პაციენტი. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 16-ის კი, საშუალო სიმძიმისა.
კლინიკაში ცხელებითა და სხვა რესპირატორული ჩივილებით ცხრა პაციენტი შეიყვანეს. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.