logo_geo
eng_logo
ალქსანდრ ლუკაშენკომ მაიკ პომპეოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი მოკავშირეები არიან და საშიშროებებს ერთად უმკლავდებიან
- +

24 ოქტომბერი. 2020. 22:43

 

 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი მოკავშირეები არიან და საშიშროებებს ერთად უმკლავდებიან.

 

ინფორმაციას „როიტერი“ ბელარუსის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„როიტერი“ წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს და სურს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner