ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი მოკავშირეები არიან და საშიშროებებს ერთად უმკლავდებიან.
ინფორმაციას „როიტერი“ ბელარუსის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერი“ წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს და სურს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.