იტალიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 19 644 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 151 გარდაიცვალა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ით 500 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 37 000-ს სცდება.