გუშინ, გვიან ღამით სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა სულ მცირე 50 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
მედიის ცნობითვე, თავდასხმა სავარაუდოდ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეორე ტერმინალის შესასვლელთან აიფეთქა თავი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ბომბის ამოქმედებამდე „კალაშნიკოვის" ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა