საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 45 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 1 086 497 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსს 138 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის მასშტაბით ლეტალური შემთხვევების რიცხვი 34 645-ს აღწევს.