ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ტიხანოვკსაია კვირის დასაწყისში სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რომელსაც მოგვიანებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
როგორც ტიხანოვსკაის სპიკერი, ანა კრასულინა აცხადებს, თვითიზოლაცია ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს საქმიანობაში ხელს არ შეუშლის.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანზე ლოგართან შეხვედრის შემდეგ ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრებიც თვითიზოლაციაში არიან.