logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: მინდა, თბილისის მერიას და ნაძალადევის გამგეობას მადლობა გადავუხადო! ერთ უსახლკარო ადამიანს ბინაც უშოვეს და ხელიც გაუმართეს!
- +

25 ოქტომბერი. 2020. 00:32

 

 

ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი, „ფეისბუქის“ მეშვეობით თბილისის მერიასა და ნაძალადევის გამგეობას მადლობას უხდის. პაპაშვილი წერს, რომ ისინი ერთ უსახლკარო ადამიანს დაეხმარნენ, ბინაც უშოვეს და ფულადი დახმარებაც აღმოუჩინეს:

 

„კი მითხრეს, მადლობა არ არის საჭირო, ეს ჩვენი მოვალეობააო, მაგრამ ძალიან დიდი უმადურება იქნება თბილისის მერიას და ნაძალადევის გამგეობას პირადად მე, ჩემის მხრიდან მადლობა არ გადავუხადო. რისთვის? თავად ძალიან კარგად იციან. ზოგადად არ მიყვარს, არც უმადურება და, არც სიკეთის დაუნახაობა, რომ შეიფერებ და გაივლი, - მეკუთვნოდაო. არც ცუდზე კარგის თქმა და შეცდომების ნებისმიერ ფასად  გამართლება. (აქ სიტყვა "გაპრავება" მოუხდებოდა, მაგრამ ბარბარიზმები არ მიყვარს). 

 

ბევრს არ გავაგრძელებ, მადლობის ღირსნი არიან ეს ადამიანები და იმიტომ ვუხდი მადლობას. ჩემს გამო არა, ჩემთვის სრულებით უცნობი ადამიანის გამო, რომელიც ამ პანდემიისა და უბედურებების დროს უსახლკაროდ რჩებოდა ხელი გაუმართეს, ბინაც უშოვეს და ფულადი დახმარებაც აღმოუჩინეს. მხოლოდ ერთხელ მივწერე მანანა თოქმაჯიშვილს და დატრიალდა ეს საყვარელი გოგო.

 

რა ვქნა, უნდა ვთქვა, ვისაც გინდათ გეწყინოთ, ვისაც გინდათ გეამოთ. არასდროს გამომიყენებია სახელმწიფო სიკეთეები, არასდროს მიმუშავია საბიუჯეტო ორგანიზაციებში, არასდროს მქონია ილუზია, რომ ჩემს ხმას, როგორც რიგითი მოქალაქის, ხელისუფლება გაიგებდა. იყო წლები, როცა პირიქით, ხელისუფლების ძალმომრეობით შეშინებული ფსევდონიმებს ვიგონებდი და ისე ვწერდი. ჩემი შვილების, ოჯახის უსაფრთხოების გამო, ჩუმად, ჩემთვის ვლუღლუღებდი. მაგრამ ახლა, ვგრძნობ, რომ ეს ხმა ესმით, არა მხოლოდ პირადი გამოცდილებით ვამბობ ამას, არამედ ჩემს ირგვლივ, სხვებისაც ესმით და მინდა, კიდევ უფრო მეტად ესმოდეთ, კიდევ უფრო მეტი გაჭირვებული ხმა აღწევდეს იქმდე,  გამთელდეს ხიდი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, მხოლოდ ასე გვეშველება.“ - წერს შორენა პაპაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner